საგანმანათლებლო ცენტრი "თანასწორობა" 2012 წელს დაარსდა მნიშვნელოვანი მისიით - ადამიანის უფლებების სწავლება და პოპულარიზაცია. ჩვენი ორგანიზაცია უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებისა და თანასწორობის იდეების გავრცელებისთვის.
ორგანიზაციის მისიაა ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების მეშვეობით. ჩვენი ძირითადი ღირებულებებია: თანასწორობა, ობიექტურობა და პროფესიონალიზმი.
"თანასწორობის" საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის - ბავშვები, ახალგაზრდები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და სხვ. ასევე ვმუშაობთ საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე.
ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს განათლების ახალი მიდგომების დანერგვას, რათა უფლებათა სწავლება იყოს საინტერესო და ეფექტური. ვიყენებთ არაფორმალურ განათლების მეთოდებს, მულტიმედიურ რესურსებს, თამაშებსა და სიმულაციებს. ჩვენი ტრენინგები ინტერაქტიულია და ხელს უწყობს მონაწილეების ჩართულობას.